“გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 რეანიმაციაშია” – ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიაში პრესკონფერენცია გამართა სადაც, გრიპის ვირუსის შედეგად ლაბორატორიულად დაზუსტებული შემთხვევების შესახებ ისაურა.

მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

სერგეენკო ამბობს, რომ დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდეგაი ზარდა.

„დღევანდელი მდგომარეობით დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 ადამიანი იყო გუშინდელი მდგომარეობით რენამაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უკვე 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დაზუსტებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგან დიდი ტრაგედია არის და მე არაწორად მიმაჩნია ახლა თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ეს არის ზოგადად ერთი მხრივ თანამდევი დაავადებები, მეორე მხრივ ის გარდაუვალი გართულების პროცენტი, რაც არის – 0,3% რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების პროცენტში და მესამე არის მკურნალობის დაგვიანებით დაწყება (პირველი ორი დღე-ღამის შემდეგ დაწყება) ეს არის ძირითადი მიზეზები“, – განაცხადა სერგეენკომ.

წყარო: newposts.ge

Related posts