მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

მარნეულში დედამ შვილი დაჭრა, მიზეზად უცხო პირის მიერ ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება სახელდება.

წინასწარი ინფორმაციით ქალს მიმოწერა უცხო მამაკაცთან ჰქონდა, რომელსაც სავარაუდოდ ინტიმური ხასიათის სურათებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხმა მოსთხოვა.

ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო, სურათების შესახებ ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რის გამოც დედამ შვილი დაჭრა.

როგორც ,,პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts