“ერთად უნდა მოვიფიქროთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან მიმართებაში ვიყოთ უფრო ჰუმანური და ეფექტური”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატის მხრივ არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა ამ დროისთვის უფრო ძლიერი და ეფექტური მექანიზმი არ არსებობს.

„ვითარება, რაც ჟენევაში გვაქვს, არ მგონია, დამაკმაყოფილებელი იყოს. სხვანაირად რომ არ გაიგონ, ვთვლი, რომ ჟენევის ფორმატი უცვლელია, თუ ჩვენ უფრო ძლიერი, ეფექტური ფორმატი არ მოვიგონეთ. ამიტომ, დღეს ჟენევის ფორმატი არის საჭირო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მოსაფიქრებელია, რა უნდა გაკეთდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან მიმართებაში ხელისუფლება იყოს უფრო ეფექტური.

„ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა ამ ფორმატში არის უცვლელი. ერთად უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რომ უფრო ეფექტური ვიყოთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე, თუნდაც ჰუმანიტარულ ნაწილში, რომელიც ნიშნავს მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შედარებით გაუმჯობესებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

primetime.ge

Related posts