ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. კონკრეტულად რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინატისტთა ჯგუფი.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.

imedinews- ის ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციას თავად  ჩაბარდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

imedinews.ge

Related posts