თამუნა ნიკოლაძემ შიშველი მკერდი გამოაჩინა

მსახიობი თამუნა ნიკოლაძე რომელიც საზოგადოებამ სერიალ ,,შუა ქალაქიდან” გაიცნო, სადაც იგი  ქეთევან ღლონტის როლს ასრულებდა. მისმა პერსონაჟმა მაყურებელს თავი არამარტო დაამსახსოვრა არამედ შეაყვარა. მხრული და სასაცილო პერსონაჟი ტრაგიკულით შეიცვალა სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” სადაც თამუნა ნიკოლაძემ ექმის მეუღლის როლი შესრულა,   რომელმაც ქმრის ღალატის შესახებ გაიგო თუმცა აპატია. ამჯერადაც მსახიობა როლი ისე შეასრულა რომ მაყურებლის პოპულარობა მალევე მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ თამუნა ნიკოლაძის პერსონაჟი სულ რამდენიმე სერიაში გამოჩნდა.

სატელევიზიო სერიალების შემდეგ თამუნა ნიკოლაძე საზოგადოების ყურდღებას ამჯერად თეატრალური აფიშიდან იპყრობს სადაც მსახიობმა მკერდი მოიშიშვლა.

 

,,თავისუფალი თეატრის” საკმაოდ პროვოკაციული აფიშა გამოჩნდა, სადაც მსა­ხი­ობ თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეს შიშველი მკერდი უჩანს. ეს არის აფიშა ვანო ხუ­ციშ­ვი­ლის სპექ­ტაკლის ,,მუ­დამ ერ­თად”. მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ამბები.ჯი-ს ამ გამოწვევის შესახებ უამბობს:

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე: 

-ამ სპექ­ტაკლმა მას­წავ­ლა, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ხე­დო სა­კუ­თარ თავს და არ უნდა დაგ­რჩეს გვერ­დით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. იო­ა­ნა დის წას­ვლას გა­დაჰ­ყვა, დის შეყ­ვა­რე­ბულს და გა­იხ­ლარ­თა ამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში. ბო­ლოს კი ჯან­მრთე­ლო­ბის, სა­მუ­შა­ოს, პრო­ფე­სი­ის, შვი­ლის, ქმრის გა­რე­შე დარ­ჩა და 35 წლის ასაკ­ში 35 წლის ფი­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

– წარ­მოდ­გე­ნა +18-ია, არის საკ­მა­ოდ თა­მა­მი სცე­ნე­ბი. ად­ვი­ლად და­თან­ხმდით ამას?

– ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, თე­მამ მო­ი­თხო­ვა გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი სხე­უ­ლი გა­შიშ­ვლე­ბულ ემო­ცი­ებ­თან და გრძნო­ბებ­თან ერ­თად. ამას ასე მარ­ტი­ვად და სხვა სპექ­ტაკლში ვერ გა­ვა­კე­თებ­დი და არ გა­ვა­კე­თებ­დი, ვი­მე­ო­რებ, ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თე­მამ მო­ი­ტა­ნა. გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მკერ­დე­ბი, – ეს არის ერთ ქა­ლად ქცე­უ­ლი 2 ქალი, – “შე­უმ­დგა­რი” მკერ­დი, “შე­უმ­დგა­რი” რძე, “შე­უმ­დგა­რი” დე­დო­ბა. უშ­ვი­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი ორი ქა­ლის ბედი, – ამ ყვე­ლა­ფერს ასე შევ­ხე­დე და ასე გა­ვა­მარ­თლე. სცე­ნა­ზე პა­ტა­რა ყვა­ვი­ლიც კი არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­მარ­თლებ­ლად და­აგ­დო… ბევ­რს ჩემ­გან ეს სი­თა­მა­მე გა­უკ­ვირ­და, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი და დის­ტან­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, ცოტა მე­გობ­რი­ა­ნი, ვინც მყავს, ისი­ნიც – ამორ­ჩე­ვით. ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს. ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა დედა, მამა, ბე­ბია ბა­ბუა, და-ძმა, ხოლო მე­ო­რე ნა­ხევ­რებს და მე­გობ­რებს ვირ­ჩევთ. ამი­ტომ, როცა გვეძ­ლე­ვა არ­ჩევ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, მინ­და, ისე­თი ავირ­ჩიო, ვინც მინ­და, რომ გვერ­დით მყავ­დეს. ჩემი, სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის ერ­თგუ­ლე­ბი.

– მათ, ვი­საც სპექ­ტაკ­ლი ჯერ არ უნა­ხავთ და აფი­შას მოჰ­კრეს თვა­ლი მი­აჩ­ნი­ათ, რომ აფი­შა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია…

– ვინც სპექ­ტაკლს ნა­ხავს, ასე აღარ მო­ეჩ­ვე­ნე­ბა და დარ­წმუნ­დე­ბა, რომ არის არ­შემ­დგა­რი ქა­ლე­ბის ის­ტო­რია, თუ რო­გორ გა­ა­ნად­გუ­რა ისი­ნი სიყ­ვა­რუ­ლის სამ­კუ­თხედ­მა, პო­ლი­ტი­კურ­მა და სო­ცი­ა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ. ამ­ბა­ვი რუ­მი­ნუ­ლია და მისი ავ­ტო­რი ანკა ვის­დე­ია, მაგ­რამ გე­გო­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თულ პრობ­ლე­მას. ქვეყ­ნი­დან წას­ვლა რა­ტომ­ღაც დიდი გმი­რო­ბა ჰგო­ნი­ათ, არა­და, სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩე­ნა უფრო დიდი გმი­რო­ბაა, ამა­ზე­ცაა სპექ­ტაკ­ლი… არის კი­დევ ერთი-ორი უხერ­ხუ­ლი სცე­ნა და ცო­ტა­თი არ მო­მე­წო­ნე­ბა, თუკი მას ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი ნა­ხა­ვენ. ამი­ტო­მაც არის წარ­მოდ­გე­ნა +18.

 

Related posts