ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოს სხდომაზე

დაპირისპირება გორის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 30 წლით იჯარით გაცემას მოჰყვა. გორში მშვიდობის გამზირზე მდებარე 437 კვადრატული მეტრი არასასოფლო მიწის ხელში ჩაგდებას პაატა მიქავა ცდილობს, რომელიც სოსო მაკრახიძის კომპანიის მეწილის შვილია. მიქავა გამარჯვების შემთხვევაში ტერიტორიაზე კომერციულ ფართს ააშენებს და 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ეს ყველაფერი კი მან 2 წელში უნდა გააკეთოს. ნაციონალურმა მოძრაობამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

Related posts