ფრაქცია „ევროპული შენება“ დაიშლება

ფრაქცია „ევროპული შენება“ დაიშლება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადეგენელი კახა ბურჯანაძე მიზეზად საკრებულოში დღეს ქართული ოცნების მიერ შექმნილ კიდევ ორ ფრაქცისა და ყოფილ თანამებრძოლს ზვიად საბანაძეს ასახელებს. „ქასრთულმა ოცნებამ დღეს სრულიად უკანონოდ შექმნა კიდევ ორი ფრაქცია, რომელიც საჭირო არ იყო, მათ ეს ყველაფერი პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად გააკეთეს. ამის მიზეზი ასევე უპრინციპო ზვიად საბანაძეა, რომელიც პარტიიდან არჩევნების წინ წავიდა. „ – განაცხადა ბურჯანაძემ. „ევროპული საქართელოს წევრი ზვუიად საბანაძე პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე წავიდა. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ დღეს გორში პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე იმყოფებოდა.

Related posts