ლიბიაში დაღუპულ ქართველი მეზღვაურის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას თანხმობა მისცეს

ლიბიაში დაღუპულ ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას გუშინ თანხმობა მიეცა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა, თუმცა, შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საელჩოსთან ერთად გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ლიბიაში ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე პორტის სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს. ის შორეულ ნაოსნობაში იმყოფებოდა.

წყარო: interpressnews.ge

Related posts