ტეზერთან მატარებელი მანქანას დაეჯახა

ბორჯომი თბილისის მატარებელი ტეზერთან მანქანას დაეჯახა. ხაშურის მუნიციპალიტეტში შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 9 საათზე მოხდა. სოფლის სარკინიგზო გადასასვლელთან შეჯახება იმ დროს მოხდა როდესაც სამგზავრო მატარებელი ბორჯომიდან თბილისისკენ მოძროაბდა. დაშავებულია ერთი პირი, ავტომობილის მძღოლი რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროდან „თრიალეთს“ განუცხადეს რომ მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც თავისუფლების აღკვეთას 2 დან 5 წლამდე ითვალისწიბნებს.

Related posts