“რუსთავი 2”-ის შენობასთან შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცდა.

მამაკაცმა ვენები გადაიჭრა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა მოახერხა. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ირკვევა, მისი მხრიდან ეს თვითმკვლელობის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის.

დაზარალებულის მტკიცებით, იგი ამ მდგომარეობამდე ზესტაფონის ყოფილმა და მოქმედმა სამართალდამცველებმა მიიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: 2020news.ge

Related posts