სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის.

როგორც 2020 News-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ ფართობი.

ადგილზე ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობს.

მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.

2020news.ge

Related posts