ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ოჯახური ძალადობისთვის ერთი თვის წინ დაკავებული 50 წლამდე მამაკაცი მ.ფ. ქუთაისში ციხეში გარდაიცვალა.

“ძალიან კარგი პიროვნება იყო. მეუღლესთან შეკამათება მოუწია, იმანაც პოლიცია გამოიძახა და დააკავეს ცოტა ხნის წინ. ხელმოწერები შევაგროვეთ და ამ დღეებში უშვებდნენ კიდეც და ეს ტრაგედია დატრიალდა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა”,  – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

პენიტენციურ სამსახურში “პრაიმტაიმს” პატიმრის გარდაცვალება დაუდასტეს.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა. დამატებით განცხდებას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – აცხადებენ უწყებაში.

 

 

ლაშა სარჯველაძე

წყარო: primetime.ge

Related posts