58 წლის მამაკაცი 12 წლის გოგოს ფიზიკურად შეეხო

,, ინფო რუსთავის” ცნობით რუსთავში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, პოლიციამ 58 წლის მამაკაცი დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა სკოლის დამთავრების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა რა დროსაც მას მამაკაცი აედევნა.

58 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სცადა და მოზარდს ფიზიკურად შეეხო.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, XII მიკრო-რაიონში 12 წლის გოგონას მეზობლად ცხოვრობს და მოზარდს, ბოლო პერიოდში სისტემატიურად უთვალთვალებდა.

წყარო: inforustavi.ge

Related posts