შსს-მ შიდა ქართლში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით შიდა ქართლში 2 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი: 1972 წელს დაბადებული რ.ბ. ქარელში, ხოლო 1972 წელს დაბადებული ვ.ტ. ხაშურში დააკავეს.

გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Related posts