“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა

მუსიკალური პროექტის “საქართველოს ვარსკვლავი” გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა.

ფინალური შოუსთვის სულ შემოვიდა 234 383 ხმა, რომლის 44,13 პროცენტი გამარჯვებულმა მიიღო.

ფინალურ ეტაპზე მან რომან გიორგაძის “სულ წინ იარე” შეასრულა.

ხალხის რჩეული მომღერალი საქართველოს ისრაელში, თელ-ავივში გამართულ ევროვიზია 2019-ზე წარადგენს.

“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალში ასევე გამოვლინდა სიმღერა, რომლითაც ოთო ნემსაძე ევროვიზია 2019-ზე წარსდგება.

ფინალისტები იყვნენ ლიზა კალანდია, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე. პროექტი “პირველ არხზე” 5 იანვარს დაიწყო.

„ევროვიზია 2019″ 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

გასულ წელს საქართველოს კონკურსზე წარმოადგენდა ეთნო-ჯაზ-ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

ოთო ნემსაძე – ფინალი – „სულ წინ იარე“ – ავტორი: რომან გიორგაძე

ოთო ნემსაძე – ფინალი – „სულ წინ იარე“ – ავტორი: რომან გიორგაძე

Posted by საქართველოს ვარსკვლავი on კვირა, 03 მარტი, 2019

artnews.ge

Related posts