სად არიან გარდაცვლილი 4 წლის ნინოს და-ძმა და რა ელის მამინაცვალს?

4 წლის ნინოს გარდაცვალებამ საზოგადოება მართლაც რომ შეძრა. ახლახან გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს, ბრალი წარუდგინეს. როგორც დადგინდა, ნინოს სწორედ დედამ მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნის გამოყენებით.
ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ასეთ არაადამიანურ მოპყრობას ემსხვერპლა, კიდევ 2 ბავშვი იზრდებოდა – ნინოს 5 წლის ძმა და წლინახევრის და. სად არიან დღეს ეს ბავშვები და რა ელის ნინოს მამინაცვალს, რომელიც საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ექცეოდა გოგონას დედამისი. ემუქრება თუ არა მამინაცვალსაც პატიმრობა, ამ საკითხებზე იურისტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ.
,,დღეს ორივე

ბავშვი მინდობით აღზრდაშია და არავის აქვს ბავშვების ნახვის უფლება, მათ შორის არც მამინაცვალს. ამ ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი არის სოციალური მომსახურების სააგენტო, მიმღები მშობელი, ახორციელებს ზრუნვას, დაწესებულია მონიტორინგი და რაც საჭიროა ბავშვებისთვის ყველაფერი გაწერილია ინდივიდუალური განვითარების გეგმაში”,- აცხადებენ სააგენტოში
დაეკისრება თუ არა მამინაცვალსაც პასუხისმგებლობა, ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით პროკურატურაში არ საუბრობენ. იურისტი, ანა თავხელიძე ამბობს: ,,ზოგადად, პირის დაკავება შესაძლებელია, თუ იმგვარი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სასჯელის სახით. ასევე, ოჯახის წევრების მიმართ, თუ მათი მხრიდან გამოიკვეთება რაიმე დანაშაულის ჩადენა.”

ამ საქმეზე სასამართლო შვიდ მარტს გაიმართება.
წყარო: mshoblebi.ge

Related posts