,,გორის რაიკომის მდივანმა ოფიციალურ ვიზიტზე ცოლი და ცოლის დაქალები წაიყვანა”

,,გორის რაიკომის მდივანმა ოფიციალურ ვიზიტზე ცოლი და ცოლის დაქალების წაიყვანა”- ასე ეხმაურება ისრაელში ოფიციალურ ვიზიტზე გორის მუნიციპალიტეტის დელაგაციის შემადგენლობას, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ენმ”-დან ვასილისა ჯაბახიძე, მისი ინფორმაციით ისრაელში ოფიციალური ვიზიტისას მერმა, ცოლი და ცოლის დაქალებიც წაიყვანა.

ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ გორის მერის ცოლის დაქალები არიან მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლალი ნალიკაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი.

,,ის არ ეყო რაიკომის მდივანს, რომ ცოლის დაქალები დანიშნა საჯარო სამსახურში და ახალა უკვე ოფიციალურ ვიზიტზე მიყავს ბიუჯეტის ხარჯზე, ეს ადამიანები მოგზაურობენ და არანაირი გამოცდილება არ ჩამოაქვთ სხვა ამ ვიზიტებისას”-აცხადებს ჯაბახიძე.

გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით, ისრაელში, ქალაქ ლოდში ოფიციალური ვიზით იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მისი მეუღლე ქეთევან თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერის თანაშემწე ირაკლი კარელიძე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლალი ნალიკაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი.

მერიაში განმარტავენ, რომ მერი მეუღლით იყო მიწვეული ისრაელში, თუმცა მისი მგზავრობისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა.

Related posts