უგულავას დაკავების ფაქტს ზურაბ აბაშიძე ეხმაურება

 

 

„ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, გიგი უგულავას ბრალი მარნეულის ეპიზოდზეც წარედგინა. „ალბათ ყველასთვის სიურპრიზი იქნება, რომ უკვე დაანონსებულ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ყალბ დოკუმენტს დაემატა მარნეულის ეპიზოდი. მარნეულის ეპიზოდზე ბრალი წარეგდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. უგულავა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ უკანონოდაა დაკავებული – განაცხადა დღეს მისმა ადვოკატმა გიზო უგულავამ. ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით კომენტარი  გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემაც.

 

 

Related posts