34 წლის მეხანძრე-მაშველი ახმეტაში ხანძრის ჩაქრობის დროს გარდაიცვალა

ახმეტაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. 34 წლის მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების მანქანაზე ფეხი დაუცდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Related posts