30 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. 30 წლის მამაკაცი გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, დაცემის შედეგად მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა – იგეგმება ოპერაციის ჩატარება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

rustavi2.ge

Related posts