რუსთავში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ლიზი ვადაჭკორია დღეს დაკრძალეს

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის ლიზი ვადაჭკორია დღეს დაკრძალეს.

მოზარდი რუსთავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიიდან გაასვენეს. ლიზი ვადაჭკორია უკანასკნელ გზაზე ასეულობით ადამიანმა გააცილა.

ლიზი ვადაჭკორია 13 მარტს რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე სურათის გადასაღებად ავიდა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადმოვარდა.

inforustavi.ge

 

Related posts