რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

interpressnews.ge

Related posts