ეს არის შურისძიება კრიტიკისთვის – ეკა ბესელია

“ეს არის სასჯელი იმიტომ, რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ?“ – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიამ. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თამჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებაზე მსჯელობენ.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალოს.

„რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? რა საფუძველი აქვს ამას. ეს შეიძლება იყოს ფრაქციის ან სხვა დეპუტატების მიერ წარდგენილი კანდიდატი? ეს არის სასჯელი იმიტომ, რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ? იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა რამდენიმე პრეცედენტი პერსონალური შურისძიების აქტების პირადად თქვენ მიერ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

2020news.ge

Related posts