წითელი და მწვანე ღილაკებიდან რომელს დააჭირეს ხელი რეგიონიდან პარლმენტის წევრებმა?!

პარლამენტმა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.

67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კვაჭანტირაძის გადაყენების ინიციატივას, 8 წინააღმდეგი წავიდა, ქვორუმი კი 76 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც არ დაუჭირეს.

“რეალურად წითელზე იყო მისაჭერი თითი, თუ მწვანეზე ეს გახდა პრობლემა” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დღეს მმართველი გუნდიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს.

შიდა ქართლის რეგიონიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებიდან ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებიბიდან გადაყენებას მხარი დაუჭირეს: ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ქარელის მაჟორიტარმა დეპუტმა გიორგი თოთლაძემ, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მხარახიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური სხდომას არ ესწრებოდა. საკითხს მხარი დაუჭირა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათიშეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

Related posts