27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდამ თავი საკუთარ მანქანაში საკუთარი იარაღით მოიკლა.

შემთხვევა დილის 10 საათისთვის მოხდა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”.

წყარო: inforustavi.ge

Related posts