დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – “კურიერმა” დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა მოიპოვა

მსჯავრდებულ დეკანოზს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რომელსაც სასულიერო პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ იღებს. მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობის შესახებ “კურიერმა” 21 გვერდიანი დასკვნა მოიპოვა. დოკუმენტს ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს. ისინი საქმეში სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით ჩაერთვნენ. შეისწავლეს ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, ჩატარებული კვლევები და მკურნალობის მეთოდი. სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ოთხჯერ პირადად შეხვდნენ მსჯავრდებულ დეკანოზს და მისი ჯანმრთელობა ამის საფუძველზე შეაფასეს. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა რთულია და კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება.

ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, რომ დეკანოზმა საპატიმროში პოლიტრავმაც მიიღო. სახალხო დამცველმა დღეს ღიად მოუწოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას დეკანოზი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ ადვოკატებიც და მამალაძის ოჯახის წევრებიც.

გახდება თუ არა ეს დასკვნა იმის საფუძველი, რომ საპატრიარქომ შეწყალებისთვის მიმართოს პრეზიდენტს – ამ კითხვაზე საპატრიარქოს იურისტს კომენტარი გაკეთება არ სურს. აცხადებს, რომ სამართლებრივად ადვოკატებმა უნდა იბრძოლონ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ გაითვალისწინებს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას პრეზიდენტი. მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალებაზე კურიერის შეკითხვას პრეზიდენტი ირონიულად პასუხობს.

წყარო: rustavi2

Related posts