ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.
ოქრუაშვილი ჯერ არ ამბობს საკუთრ გუნდს შექმნის , თუ რომელიმე პარტიას შეუერთდება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აანონსებს, რომ მაისში საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ.
„ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებთ, ჯერ არ ვიტყვი მათ სახელებს და გვარებს. დაახლოებით, აპრილის ბოლომდე კონსულტაციები დასრულდება. მაისში უკვე გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებ.
მიმაჩნია, რომ სიჩუმე ახლა დანაშაულია, თქვენ რომ გეკითხათ, რატომ ხარ ჩუმადო 2012–15 წელს, მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ამ ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო? მაგრამ ახლა ქვეყანაში ყველაფერი ცუდი ხდება, დღეს საქართველოში სახელმწიფო აღარ გვაქვს.
გვაქვს პლუტოკრატია, როდესაც რამდენიმე მდიდარი ოჯახი მართავს ქვეყანას. იმატა კრიმინალმა, კორუფციამ, ქურდების გავლენამ, ჩინოვნიკების მხრიდან რაღაცებზე წაყრუებამ.
არ მინდა , ერთ დღეს ჩემმა შვილებმა მითხრან, ჩვენ ამ ქვეყნიდან მივდივართ და შენ ვერ დაგვაკავებო – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”

2020news.ge

Related posts