“დღეს ეს ბიჭი ცეცხლმოკიდებულ სახლში ბავშვის გადასარჩენად შევარდა… უცებ სახლი ჩამოინგრა და… დედის კივილის ხმაც გაისმა” – შემთხვევა თბილისში

newposts.cc– ინფორმაციით რამდენიმე საათის წინ მეგობართან მივდიოდი. მეჩქარებოდა და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე მივსულიყავი გაჩერებასთან. ვიწრო გზებით მოივდიოდი, უცებ თვალი ცეცხლმოკიდებულ სახლს მოვკარი.
ხალხი ერთ ამბავში იყო, ცდილობდნენ ცეცხლი ჩაექროთ, მაგრამ ამაოდ. ერთი ქალი ხალხში შემოვარდა, შეშინებული ხმით გაჰყვიროდა “დემეტრე, დემეტრე… სად არის!” და უცებ ჩაიკეცა “ჩემი შვილი…”.
არავინ უსმენდა, ერთი ბიჭი მივიდა, აწყნარებდა “აუცილებლად ვნახავ თქვენს შვილს, აქვე იქნება…”

სახლს ცეცხლი ეკიდა, ვერავინ ეკარებოდა, ეს ქალი გამწარებული ტიროდა. ძალიან შემეცოდა, ვერაფრით ვეხმარებოდი. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი. არაფერი შემეძლო. დღეს პირველად ვიგრძენი ის გრძნობა, როდესაც ვიღაცას დახმარება სჭირდება და ყურების მეტი არაფერი შეგიძლია.

უცებ სახლიდან ხმა გაისმა “დედა, დედააა…”

დედამ თავი ასწია და ნამტირალევი ხმით “დემეტრე შვილო…” – და სახლისკენ გაექანა, ხალხმა დააკავა, თორემ ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდებოდა. უკვე ვეღარ აზროვნებდა. ქალი ჩაიკეცა და განწირული ტიროდა “შვილი გადამირჩინეთ გთხოვთ… გთხოვთ მომიყვანეთ ჩემი დემეტრე”

ერთი ბიჭი ელვის სისწრაფით გამოექანა და ცეცლმოკიდებულ სახლში შევარდა. ბავშვის ტირილის ხმა ჭექა-ქუხილივით ისმოდა მთელს უბანში. თავი ვერ შევიკავე და ტირილი ამივარდა. სახლი იწვოდა და საცაა უნდა დანგრეულიყო. ნელ ნელა იშლებოდა. ყველა ვფიქრობდით, რომ ვერცერთი ვერ გადარჩებოდა. და აი, ჩვენი შიშიც გამართლა, სახლი ჩამოინგრა და დედის განწირული კივილის ხმაც გაისმა.

გული ვეღარ უძლებდა დედის განწირული ტირილის ხმას. ხალხმა არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, როგორ დაეწყნარებინათ ეს ქალი.
და ცხოვრებაში პირველად მოხდა ჩემს თვალწინ სასწაული!
შორიდან ხმა მოგვესმა “დამეხმარეთ… დამეხმარეთ”. გავიხედეთ და დავინახეთ, როგორ მოყავს ამ ბიჭს ხელში აყვანილი ბავშვი. ეს ნამდვილი სასწაული იყო. ხალხი უყურებდა და რამდენიმე წამი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გაკვირვებული იყო ყველა, როგორ? რანაირად?

ბიჭმა შვილი დედას მიუყვანა, სრულიად უვნებელი, ერთი ნაკაწრიც არ ქონდა, უბრალოდ გამურული იყო და სუნთქვა ცოტა უჭირდა კვამლის გამო. დედამ ბავშვი გულში ჩაიკრა “შვილო… შვილო…” მეგონა გაჭყლეტდა. ემოციისგან ნიაღვარივით ცრემლები წამომივიდა.
ეს კადრი არასოდეს ამომივარდება გონებიდან, ქალი წამოდგა, ამ ბიჭს ჩაეხუტა,და უთხრა “ჩემი მფარველი ანგელოზი ხართ…”
მეგობრებო, ცხოვრებაში პირველად შევესწარი სასწაულს, დიახაც ზუსტად სასწაულს. ვინც აწი ქართველებზე ცუდს იტყვის ხელები აქვს დასამტვრევი.

წყარო: newposts.cc

 

Related posts