ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტობუსი დაიწვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველთ ინფორმაციით,  ავტობუსი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა მოასწრო.  ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

როგორც “2020NEWS-ს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 187-ე მუხლით.

2020news.ge

 

Related posts