რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ნეშტი იპოვეს.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

“ცხედარი რამდენიმე თვის გარდაცვლილი მაინც იქნება, რადგან ძვლებია დარჩენილი,”- აცხადებს თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომლის მიხედვითაც დადგინდება რა ვითარებაში გარდაიცვალა ადამიანი.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

წყარო: primetime.ge

Related posts