ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა

ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა. პარიზში ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი დღეს საღაი იწვის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.

პარიზის მერი ანა იდალგოს თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარია, რაც პარიზს თავს დასტყდომია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დაიწყეს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წყარო: ghn.ge

Related posts