ტრაგედია ჩაქვში ავარიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა  

ჩაქვში 11 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ორი საათის წინ მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. უწყებაში ადასტურებენ, რომ ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვაისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ითვალისწინებს.

წყარო: 2020news.ge

Related posts