მამუკა ბახტაძე: ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს მამუკა ბახტაძე მიკრობლოგ Twitter-ზე.

Mamuka Bakhtadze

@BakhtadzeMamuka

Shocked and saddened by the scope of devastation from ’s catastrophic fire. Our thoughts remain with and during this difficult time

See Mamuka Bakhtadze’s other Tweets

მანამდე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა, რის გამოც ტაძრის სახურავი ჩაინგრა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

imedinews.ge

Related posts