ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საცავშია და არაფერი ემუქრება

ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სპეციალურ საცავშია და მას არაფერი ემუქრება. – ამის შესახებ “ფიგაროს” პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პრეს-სამსახურის უფროსმა ანდრე ფინომ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სხვა ქრისტიანული სიწმინდებიც დაცულია სპეციალურ საცავში, რომელსაც ხანძარი ვერ დააზიანებდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

expressnews.com.ge

Related posts