ქუთაისში, მერვე სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. მაღალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge

Related posts