მიხეილ ფეიქრიშვილი მედიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა

მედიის საკითხებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი ინიშნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო:

“1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია.

მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის”, _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის.

მიშა ფეიქრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა .

Related posts