გორში დღეს სპექტაკლის პრემიერას წარმოადგენს, სადაც სტალინის სახელსაც ახსენებენ

ნავსი გატეხილია, ერისთავის თეატრი გორში დღეს სპექტაკლის პრემიერას წარმოადგენს, სადაც სტალინის სახელსაც ახსენებენ. “სადღეგრძელო” ასე ჰქვია სპექტაკლს რომელიც რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ლაშა ბუღაძის მცირე პიესების მიხედვით დადგა. ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე 7 მცირე პიესა მორიგეობით გათამაშდება და მაყურებელს ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი 7 საკითხზე დააფიქრებს. საპრემიერო ჩვენების დღეებია 20-21 აპრილი, ერისთავის თეატრში მაყურებელს საღამოს 7 საათზე ელოდებიან.

Related posts