რა კავშირი აქვს ყავას კიბოსთან – მეცნიერებმა ყავის ახალი საფრთხე დაასახელეს

დღეში 2 ან მეტი ჭიქის ყავის მიღებას ფილტვის კიბოს განვითარების რისკის გაზრდა შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ LiveScience-ი ​ წერს.

მკვლევარებმა აზიიდან და აშშ-დან დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. დაკვირვება დაახლოებით 9 წელი გაგრძელდა.

კვლევის თანახმად, არამწეველ ადამიანებში, რომლებიც დღეში 2 ან მეტ ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 41%-ით მეტია.

ყავა კოფეინით იქნება თუ მის გარეშე მნიშვნელობა არ აქვს.

წყარო: primetime.ge

Related posts