ბორჯომიდან გაუჩინარებული გოგონები კამერებმა დააფიქსირეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბორჯომიდან გაუჩინარებული მეცხრეკლასელი გოგონები ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს. მათი ახლობლების თქმით, ისინი ჯერ ხაშურის მიმართულებით წავიდნენ. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბავშვები გორში დააფიქსირეს.

მათი პოვნის შესახებ ცნობის მიღებისას, ბორჯომის პოლიციასთან მყოფ ერთ-ერთი გოგონას დედას გული წაუვიდა.

შსს ამ დრომდე არ ადასტურებს ბავშვების პოვნის ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ ორი მეცხრეკლასელი გოგონა ბორჯომიდან დღეს გაუჩინარდა. ისინი არც სკოლაში მისულან. მოგვიანებით მათი ნივთები – მაისურები და მობილურები მიტოვებულ შენობაში იპოვნეს.

წყარო: primetime.ge

Related posts