„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე ჟურნალისტებს უპირისპირდებიან

სახელმწიფო კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქციაზე მისული კომტრაქციის წევრები მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან.

„ნეტგაზეთი“ წერს, რომ კონტრაქციის მონაწილემ მათ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, როცა ის აქციის მონაწილეობის დაკავებას იღებდა.

ჟურანლისტის თქმით, სამართალდამცველებს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

მათი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე წერს „ლიბერალიც“. „სადაც დაგინახავ იქ მოგამტვრევ მაგ ხელებს“, – ასეთი სახის მუქარის შესახებ იუწყება გამოცემა.

აღნიშნული პირი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, რასაც კონტრაქციის მონაწილეების გაღიზიანება მოყვა. გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

„პრაიმტაიმი“ ადგილზე მუშაობს და ვითარებას Live-ში გადასცემს. ჩვენი ჟურნალისტი ადასტურებს, რომ განსაკუთრებული აგრესიით აქციის წევრები მედიის მიმართ გამოირჩევიან და მათ სოროსის აგენტებს უწოდებენ.

აქციაზე ამ დროისთვის დაკავებულია 5 ადამიანი. სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილე 4 პირი პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

primetime.ge

Related posts