ვინ არის თუშეთის გზაზე დაღუპული 35 წლის ახალგაზრდა

primetime.ge -ს ინფორმაციით დღეს თუშეთის გზაზე დაღუპული 35 წლის კონსტანტინე ღუზარაული შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე საათის წინ გამოიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ის წარმოშობით სოფელ ალვანიდან იყო. ახალგაზრდას ცოლ-შვილი არ ჰყავდა და გამოირჩეოდა რელიგიური ცხოვრებით. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ის ახლო ურთიერთობაში იყო წმინდა გიორგის მოძღვარ მამა იოსებთან.

ინფორმირებული პირები „პრაიმტაიმს“ უამბობს, რომ კონსტანტინენ თუშეთში საქონელი გადააცილა და მწყემსებს ჩააბარა. ის ალექსანდრე ბიძინაშვილს შემთხვევით დაემგზავრა.

სიმაღლიდან გადავარდნილი პიკაპი, გუშინ შენიშნეს ომალოში. ვარაუდობენ, რომ მძღოლი და ღუზურაული სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს.შეგახსენებთ, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის კუთვნილი ავტომობილი თუშეთიდან კახეთის მიმართულებით ბრუნდებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გზის რთულმა რელიეფმა გამოიწვია.

წყარო: primetime.ge

Related posts