რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს

რუსეთის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობას.

ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ ქვეყნის საგარეო უწყებიდან წყაროს აცნობა.

კრემლმა საქართველოში ავიაკომპანიებს ფრენები 8 ივლისიდან აუკრძალა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს თბილისში საპროტესსტო ტალღა აგორდა პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის შესვლას და სპიკერის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა.

„თუ საქართველოში ვითარება დასტაბილურდება, შეწყდება რუსოფობია, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება, შესაძლებელი გახდება ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარიც“, – უთხრეს „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

progressnews.ge

Related posts