ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ “ვოისის” საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს

2019 წლის უკრაინული საბავშვო “ვოისის” მონაწილე 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით გაიცნო. მისმა ხმამ და საშემსრულებლო მანერამ, არა მხოლოდ პროექტის ჟიურის, არამედ ბევრი მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია. ფინალში გადასულ უკრაინელ მონაწილეთა შორის, ქართველ კონკურსანტსაც მოუწია გამარჯვებისთვის ბრძოლამ და უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო “ვოისის” გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა!

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ “ვოისის” საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს. ბევრს ის საქართველოს

პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტიდან – “რანინა” ახსოვს, რომელშიც 2018 წელს მონაწილეობდა.

– ჩემი ოცნება იყო “ვოისში” მოხვედრა. მოგეხსენებათ, ეს პროექტი არაერთ ქვეყანაში ტარდება და დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი, თუ რომელ ქვეყანაში მიმეღო მონაწილეობა. უკრაინაში ერთ-ერთ ფესტივალზე ყოფნისას, როცა გავიმარჯვე, მის ორგანიზატორს, გრიგოლ ჟღენტს ძალიან მოვეწონე. უკრაინელი ხალხი საოცრად თბილია, ბევრი თვისებით ჰგვანან ქართველებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკრაინულ “ვოისში” მონაწილეობა, რაშიც დიდი დახმარება გამიწია გრიგოლ ჟღენტმა.

 

– ბევრი პროექტის მონაწილე იყავი. პირველად რა ასაკში წარდექი მსმენელის წინაშე?

– მცირე ასაკიდან ვმღერი. 3-4 წლის ვიყავი, როცა პირველად ფესტივალზე “ოქროს თევზი” გუნდთან ერთად ვიმღერე… მანამდე, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მოსმენილს მალევე ვითვისებდი, ამიტომ

ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ჩვენს სოფელში, რუისში გუნდში მივეყვანე. 7 წლის გახლდით. გუნდიდან რომ გამოვედი და გორში, ქალბატონ ნანა სამხარაძესთან დავიწყე მომზადება. ასევე, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში ვსწავლობ, კლასიკური მუსიკის განხრითაც ვცდილობ განათლების მიღებას. იქ ჩემი პედაგოგია მაყვალა ხორბალაძე. ამ მიმართულებითაც მაქვს წარმატება, 20 სექტემბერს ამერიკაში მივდივარ და კარნეგი ჰოლში ვიმღერებ. თუმცა, ზუსტად რას შევასრულებ, არ ვიცი, უახლოეს მომავალში გადაწყდება.

– შენს ოჯახში მღერიან? როგორი მუსიკალური ტრადიცია გაქვთ?

– ჩემს ოჯახში სამოყვარულო დონეზე თითქმის ყველა მღერის, მაგრამ არა ისე, რომ ვინმეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონოდა.

 

– რუისის სკოლაში სწავლობ? შენს ოჯახზეც მოგვიყევი…

– დიახ, რუისში ვსწავლობ. მყავს და და ასევე, ვზრუნავთ ოთხ ბავშვზე.

 

– შენს შეძენილ და-ძმაზე რისი თქმა შეგიძლია, როგორ მოხვდნენ ისინი თქვენს ოჯახში?

– მათზე დაწვრილებით საუბარი არ შეიძლება. მგონი, სახელების თქმაც არ შეიძლება. თუმცა გეტყვით, ეს როგორ მოხდა: ყინწვისის მონასტერში მამა შიოსთან რომ დავდიოდი, მასთან იყო ერთი ბავშვი, რომელსაც მამაო ზრდიდა. მასთან კარგად ვერთობოდი და მინდოდა, ხშირად ვყოფილიყავით ერთად. ამიტომ მშობლებს ვუთხარი, იქნებ აგვეყვანა და ჩვენთან გაგვეზარდა. ჩემმა მშობლებმა ამ კეთილ განზრახვაზე უარი ვერ მითხრეს, უფრო მეტიც, ავიყვანეთ ისიც და მისი დედმამიშვილიც. ახლა უკვე მეშვიდე წელია, 4 ბავშვი ჩვენს სახლში იზრდება. 1 ბიჭია და 3 გოგონა: 14, 12, 10 და 7 წლის. განაგრძეთ კითხვა

mshoblebi.ge

Related posts