მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალის ცხედარი ნახეს

რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბაში ქალი გარდაცვლილი ნახეს.

81 წლის ქალს ოჯახის წევრები და პოლიცია 3 დღის მანძილზე ეძებდა.

არსებული ინფორმაციით ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა და ეს იყო სუიციდი.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”.

inforustavi.ge

Related posts