ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ზე – გასაკეთებელი ისევ ბევრია

გასაკეთებელი ისევ ბევრია , – ამის შესახებ „რუსთავი 2“ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ მის მიერ ტელეარხის დირექტორად დანიშნული პაატა სალია დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვდნენ, რომელიც მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა. ასევე, ისინი ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ, რომლებშიც მათი დაცვის მექანიზმები იქნებოდა ჩადებული.

interpressnews.ge

Related posts