ატენის ხეობაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

ლაშქრობები, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები – მოზარდები საველე პირობებში, კარვებში ცხოვრებას სწავლობენ.
„საზაფხულო ბანაკი 2019“ ბობნევში გაიხსნა, სადაც 200 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაისვენებს. მერია პროექტს 31 550 ლარით აფინანსებს. 12 -დან 16 წლამდე მოზარდებს ბანაკი ოთხ ეტაპად უმასპინძლებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ბანაკში ბავშვებს შეხვდნენ და სპორტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
„საზაფხულო ბანაკი 2019“ ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.

Related posts