17 წლის მოზარდს თავში ესროლეს

ძაღლების ჩხუბის გამო ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდის მდგომაროება ისევ მძიმეა.

შემთხვევა 4 დღის წინ, თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. შემთხვევას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

tv4.ge

Related posts