რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი, გარდაიცვალა.

27 წლის მამაკაცს მეგობრები უკავშირდებოდნენ და მას შემდეგ რაც კონტაქტზე ვერ გავიდნენ ბინაში მიაკითხეს.

საცხოვრებელ სახლში შესულებს კი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

“ინფო რუსთავის”-ს ინფორმაციით მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ანევრიზმა სახელდება.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.

inforustavi.ge

Related posts