ოკუპანტებმა სახლების დასატოვებლად, გუგუტიანთკარელებს 3 დღიანი ვადა მისცეს

გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც ახალი ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა გააკეთა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ საკუთარი სახლების დატოვება, დახმარება აღმოუჩინოს. მისი თქმით, ე.წ. საზღვრის მიღმა ორი სახლი ექცევა.

„ვნახე, რომ ორი სახლი ექცევა საოკუპაციო ხაზის მიღმა. ვესაუბრე ერთი სახლის მესაკუთრეს. ეს ოჯახი აკეთებს დემონტაჟს, რომ რაიმე მაინც გამოიტანოს სახლიდან. უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალონ, თორემ სამი დღის შემდეგ ვეღარ შეძლებენ შესვლას. ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიაა, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც ხდება შიდა ქართლში“ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

primetime.ge

Related posts