უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში – 62 წლის მამაკაცი სატვირთოს ქვეშ მოყვა და დაიღუპა

უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ის მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანის ამწედადან ჩამოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts